სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობს სპეცრაზმი. მოქალაქეები “ოცნების” გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.
საპროტესტო აქციები თბილისის სხვადასხბა ადგილას მიმდინარეობს – პარლამენტთან, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ს სასახლესთან.
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ძალოვანებმა აქციის დაშლა 21.00 საათზე დაიწყეს – გამოიყენეს წყლის ჭავლი, არიან დაშავებულები.
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც. სპეცრაზმი აქციის დაშლას ცდილობს ბათუმშიც, სადაც აქცია სასამართლოს შენობასთან იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – თუ 1%-ით მაინც გვეიმედება, რომ რომელიღაც „მოსამართლე“ პოლიტპატიმარს გამოუშვებს, ან რომელიმე „პოლიციელი“, რომელიც პატიმრების მშობლებს დასცინის, გამონაკლისია, ე.ი. კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ივანიშვილის რეჟიმის ბოროტების მასშტაბს