პრეზიდენტი – ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი

ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, “ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ”.
“საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა.
როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

“უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, 3 განსხვავებული ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან – 1 დაყაჩაღების, 1 ცივი იარაღით თავდასხმის მცდელობის (ვიდეო თქვენც ნახეთ ალბათ), 1 ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის”