“დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა, თუ არა…” – ბერდია კალანდია

ჟურნალისტი, ბერდია კალანდია:
დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა. ვფიქრობდი იმიტომ, რომ არ მინდოდა, მინიმუმ, დისკომფორტი შემექმნა ადამიანებისთვის, რომლებსაც უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ახლა დუმილი დანაშაულია.
დიახ, დანაშაულია, რადგან ქვეყანა დგას ისტორიულ გზაგასაყარზე – ან უნდა წავიდეთ, უკან, ჭაობში, ან წინ, იმ ცივილიზაციისკენ, რომელსაც ევროპა ჰქვია და რომლისკენაც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, აკაკი წერეთელი თუ სხვა ჩვენი სახელოვანი მამულიშვილნი მიდიოდნენ! დიახ, დღეს საქართველო დიდი არჩევანის წინაშე დგას და ამ დროს, წალენჯიხელი პედაგოგები, ადამიანები, რომლებაც მე და ჩემს თაობას, სხვა თაობებსაც ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია თუ გეოგრაფია შეგვაყვარეს, დუმან. დიახ, დუმან ადამაინები, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ძალიან უყვართ, მაგრამ ამ სიყვარულის მიუხედავად, ჩემო პედაგოგებო, ხმას მაინც არ იღებთ! ნუთუ, შიშმა დაგამუნჯათ? თქვენ ხომ გამბედაბა გვასწავლეთ და ახლა გეშინიათ?! გთხოვთ, გამოდით პირადი კონფორტის ზონიდან, გთხოვთ, დაძლიოთ შიში და ერთ სიტყვა შეაწიეთ ქვეყანას, რომელსაც ჩემს ბავშვობაში ეთყვანებოდით!
გთხოვთ, ამოიღეთ ხმა, ჩემო პედაგოგებო!

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი მედვედევი – ცნობილია, თუ რად იქცა ჰალსტუხების მღეჭავი ყოფილი ქართველი მეფუკა და როგორ მოექცნენ მისი პატრონები – კიეველი სისხლისმღვრელი ჯამბაზიც თავისი უბადრუკი „კარიერის“ დასასრულისკენ მიიწევს

ხატია დეკანოიძე – მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამხელა საფრთხე შეიძლება იყოს, თუ ირანის ფინანსური ინსტიტუტები რაიმე სახით აძლიერებს ივანიშვილის ანტიეროვნული ხელისუფლების ფინანსურ სტაბილურობას