ნიკა გვარამია პრეზიდენტან შეხვედრამდე – სამშობლოს გათავისუფლების მოლოდინი მაქვს – ეს ადგილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი და ინსპირაციული წერტილი

სამშობლოს გათავისუფლების მოლოდინი მაქვს. ამ მოლოდინს პირველ რიგში, მიღვივებს პროცესები, რომელიც თბილისისა და სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარეობს, – ამის შესახებ კოალიცია „ახალის“ ლიდერმა, მ, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ორბელიანების სასახლე კონსტიტუციურ უწყებებს შორის ერთადერთი ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული დაწესებულებაა.
„სამშობლოს გათავისუფლების მოლოდინი მაქვს. ამ მოლოდინს პირველ რიგში, მიღვივებს პროცესები, რომელიც თბილისისა და სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარეობს. მაგრამ [ორბელიანების სასახლე] ეს ადგილი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი წერტილიც და ასევე, ინსპირაციული წერტილიც იმისთვის, რომ ყველამ ვიმოქმედოთ ერთიანად, ვიმოქმედოთ მხოლოდ სამშობლოს ინტერესებში, იმიტომ, რომ ამ წუთას არაფრის სხვისი დრო და ადგილი ჩვენ არ გვაქვს, არც პოლიტიკოსებს და არც სხვებს. ეს არის პრეზიდენტის შეხვედრა პოლიტიკურ სპექტრთან, არასამთავრობო სექტორთანაც. ჩვენ ამ წუთას ვიმყოფებით იმ დაწესებულებაში, რომელიც საქართველოში კონსტიტუციურ უწყებებს შორის ერთადერთია, რომელიც ლეგიტიმურია და ხალხის მიერაა არჩეული“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.