მთავრობის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელსაც ქართველი ხალხისადმი ლატვიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. პირდაპირ წერს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ევროინტეგრაციის შეჩერებას გულისხმობს, ქართველი ხალხის ნებასთან წინააღმდეგობაში მოდის.
ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს.
კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას, – ნათქვამია ტექსტში.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან