ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებით, ბოლო 24 საათში აქციაზე დაშავებულ შვიდ პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის განცხადებით, ბოლო 24 საათში აქციაზე დაშავებულ შვიდ პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, დაშავებულებს კი ძირითადად თავის, სახის, ცხვირის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, ბოლო 24 საათში, აქციიდან 17 პაციენტი გადაიყვანეს.
„შვიდი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, 10 გაეწერა. ძირითადად, თავის, სახის, ცხვირის ძვლების მოტეხილობები აღენიშნებოდათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“,- აღნიშნა ანა დალაქიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი