„არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს

„არა რუსულ ხელისუფლებას, ჩვენი არჩევანი ევროპაშია“ – ამ დევიზით ავტომფლობელებმა ქუთაისში მსვლელობა გამართეს. უწყვეტი ხმოვანი სიგნალებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, მათ ქვეყნის ევროინტეგრაციის დაცვა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ავტომსვლელობისას ადგილობრივებს მოუწოდებენ, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებს შეუერთდნენ და 18:00 საათზე მერიის წინ დაგეგმილ აქციაზე მივიდნენ.
„პროტესტი გრძელდება, ამჯერად ავტომფლობელები ქალაქში მსვლელობას ვმართავთ. ამ ფორმით ვაპროტესტებთ „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას და ადგილობრივებს მოვუწოდებთ, დღეს აქციაზე მოვიდნენ. ქვეყნის არჩევანია ევროპა და არ დავუშვებთ მის გარუსებას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ქუთაისში მეოთხე დღეა, თბილისის მსგავსად პროტესტი გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რობაქიძე: ემიგრანტებისთვის უცხოეთიდან ხმის მიცემის უფლების გაუქმებით, ჩვენმა „ეროვნულმა“ და ‘’სანაქებო“ ხელისუფლებამ უცხოეთში მცხოვრებ მილონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს მკაფიოდ და ცალსახად განუცხადა, რომ…