“ხაშური არის ევროპა” – საპროტესტო მსვლელობა ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

ხაშურში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობა მოაწყვეს და თანაქალაქელებს მოუწოდებდნენ შეერთებოდნენ მათ პროტესტს.
“ხაშური არის ევროპა”, “აჯანყდი” – ამ შეძახილებით მოიარეს მათ ქალაქის ქუჩები.
ხაშურელები ამ ფორმით აპროტესტებენ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. გარდა ამისა, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და ნაცემ მოქალაქეებს.
28 ნოემბერს, მ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ. კობახიძის ბრიფინგის შემდეგ დაიწყო უწყვეტი საპროტესტო ქციები, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ყოველ ღამე ცდილობს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების დაშლას, თუმცა ისინი კვლავ იკრიბებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან