სპეცრაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეები დაშალა

სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებული აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
აქციის დაშლის ღონისძიების დაწყებამდე გაისმა გამაფრთხილებელი ხმა, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებდა.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აღმართული ხელოვნური ბარიკადები გაარღვიეს. მათ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ასევე, ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც.
სპეცრაზმი გამოჩნდა ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზეც, სადაც მომიტინგეებს ასევე ხელოვნური ბარიკადები აქვთ აღმართული.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის წასვლის შემდეგ, დაგეგმილი ცვლილებები აღარ განხორციელდება და მისი მასშტაბის ადამიანი აღარ არის მოაზრებული, რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ერთად უფრო ქმედითი იყო