მარგუს ცაჰკნა – ძალის გამოყენება მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ პროტესტის უფლებით, დემოკრატიის პრინციპების დარღვევაა

ისევ ძალიან შემაშფოთებელი სურათი მოდის საქართველოდან, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ძალის გამოყენება მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ პროტესტის გამოხატვის უფლებით, არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და დემოკრატიის პრინციპების დარღვევა. ასეთ ქმედებებს შდეგები უნდა ჰქონდეს“, – წერს ცაჰკნა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო ევროპაა.