სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ ვითხოვთ რევოლუციას, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს

ჩვენ არ ვითხოვთ რევოლუციას, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, მაგრამ ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხის ნება კვლავ არასწორად არ იქნება წარმოდგენილი და მოპარული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის მშვიდობიან მოთხოვნას – ახალ არჩევნებს.
„რაც შეეხება იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში მათ შეუძლიათ ძალიან მკაფიო იყვნენ [არჩევნების შედეგების] არაღიარებაში, რასაც ისინი უკვე აკეთებენ, მათ შეუძლიათ მიიღონ ზომები და მათზეა დამოკიდებული აირჩიონ, რომელ ზომებს მიიღებენ მათ წინააღმდეგ ვინც საქართველოს ართმევს უფლებას აირჩიოს დემოკრატიული მთავრობა და მათ მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობის მშვიდობიან მოთხოვნას – ახალ არჩევნებს. ჩვენ არ ვითხოვთ რევოლუციას, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, მაგრამ ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხის ნება კვლავ არასწორად არ იქნება წარმოდგენილი და მოპარული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ