ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, 2020 წლის გაყალბებული არჩევნების პირდაპირი შედეგია – ფადი ასლი

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ის მადლობას უხდის ყველას, ვინც სამართლიან პროტესტს გამოხატავს.
“გმირები არიან ისინი, ვინც სიცივეში ქუჩებში დგანან,მაგრამ ასევე ყველა დიპლომატი ,მასწავლებელი, სახელმწიფო მოხელე და საჯარო მოხელე გმირია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს მის საარსებო წყაროს გადადგომით,ასევე განცხადებების გაცემით ან თუნდაც სოციალურ ქსელებში მხარდამჭერი პოსტების წერით. მომავალი თაობები სამუდამოდ მადლიერი იქნებიან თქვენი მსხვერპლისთვის.გმადლობთ!” – წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.
“საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ქართული პროტესტის სწორ ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას და ხაზს უსვამს ქართველი ხალხის მაღალ პასუხისმგებლობას, დიდ სამოქალაქო შეგნებასა და კერძო საკუთრებისადმი პატივისცემას, რადგან, მისი დაკვირვებით, აქციებზე მოქალაქეები არ ამსხვრევენ შენობების ვიტრინებს, არ აზიანებენ მანქანებს, განათებებს, რაც ხშირია ხოლმე დასავლეთის ქვეყნების საპროტესტო აქციებზე.
“ყველაზე მეტად გუშინ საპროტესტო აქციების დროს, მიუხედავად იმ დრამისა ის იყო, რომ მომიტინგეებს არც ერთი მაღაზიის ვიტრინა არ დაუზიანებიათ და არც ერთი მანქანის უკანა შუქი არ დაუმსხვრევიათ. ეს განსხვავდება იმისგან, რაც ხშირად ხდება დასავლეთის დედაქალაქებში საპროტესტო აქციების დროს. ეს მიუთითებს ქართველი ხალხის პასუხისმგებლობის დიდ სამოქალაქო შეგნებაზე და კერძო საკუთრებისადმი პატივისცემაზე,” – წერს ფადიუ ასლი სოციალურ ქსელში და არც დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ერიდება.
მისი შეფასებით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, 2020 წლის გაყალბებული ს პირდაპირი შედეგია, როდესაც ევროკავშირმა და -მაც ძლიერი ზეწოლა მოახდინეს ოპოზიციაზე, მიეღოთ გაყალბებული შედეგები და შესულიყვნენ პარლამენტში.
“ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, 2020 წლის გაყალბებული არჩევნების პირდაპირი შედეგია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა უმრავლესობა და რის შემდეგაც ევროკავშირმა და აშშ-მაც ძლიერი ზეწოლა მოახდინეს ოპოზიციაზე, მიეღოთ გაყალბებული შედეგები და შესულიყვნენ პარლამენტში. იმ დროს ევროკავშირი და აშშ რომ საკუთარ ღირებულებებსა და პრინციპებზე დამდგარიყვნენ და არჩევნების ლეგიტიმურობაზე უარი ეთქვათ, საქართველო არ აღმოჩნდებოდა ახლა ამჟამინდელ საგარეო მდგომარეობაში და ს კალთაში არ ამოყოფდა თავს. ეს არის შიშველი სიმართლე!” – წერს ფადი ასლი.
ის საქართველოს მოსახლეობას ურჩევს დანაზოგები ლარში არ შეინახონ და სესხები უცხოურ ვალუტაში არ აიღონ, რაც იმას ნიშნავს, რომ “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი შექმნილ ვითარებაში ეკონომიკურ რისკებს ხედავს.