საპროტესტო აქცია ჭავჭავაძის გამზირზე გრძელდება

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათ კოცონი აქვთ დანთებული. გარდა ამისა, ადგილზე მიიტანეს საბურავებიც. აქციის მონაწილეები ერთმანეთს საკვებით ამარაგებენ.
აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გაათენეს, მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…