საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში – ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება – აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს

საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეწყვეტაზე, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი განცხადებით, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ “რეპრესიები უნდა შეწყდეს”.
“ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს. ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს”, – წერს ფრანგი მინისტრი X-ზე.
მინისტრის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი და განაცხადა, რომ “საქართველო აფასებს საფრანგეთისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ქართველი ხალხი არ დანებდება!”.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ