რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მედიის ორი წარმომადგენელი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მედიის ორი წარმომადგენელი დაშავდა.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, აქციის დაშლის ღონისძიების დროს, შეუძლოდ გახდა ოპერატორი გიორგი შეწირული.
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავდა პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. ამავე ცნობებით, მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს