სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებენ.
ბოლო რამდენიმე წუთში მომიტინგეების მისამართით წყლის გაშვება რამდენჯერმე მოხდა. საპოლიციო ძალები ისვრიან ე.წ. გაზის კაფსულებსაც.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეების მხრიდან სპეცრაზმის მისამართით ისმის შეძახილები: „მონებო“. ასევე, დემონსტრანტები სამართალდამცავების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან სპეციალური ეკიპირებით იმყოფება, მათ შორის უკეთია ნიღბები.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის მონაწილეების ნაწილს ხელში ხატები უჭირავს.
ადგილზე საპოლიციო ძალებთან ერთად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს