ზურაბ ჯაფარიძე – ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ, როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, “ჰამასის” და “ჰეზბოლას” გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა

როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, “ჰამასის” და “ჰეზბოლას” გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ჩვენთან ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა – როგორ კი მოვიგებთ ამ ბრძოლას, ყველაფერს სწრაფად დავიბრუნებთ , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

“ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ მოსალოდნელი იმ რეალობაში, რაშიც ჩვენ ვართ. როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, “ჰამასის” და “ჰეზბოლას” გვერდით, ხომ გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჩვენთა ჰქონდა. მაგრამ ნუ, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა მანამ, სანამ ყველაფერი გაუმჯობესდება, ყველაფერი გაუარესდება. ახლა ყველაფერი გაუარესდება ამერიკასთანაც, დასავლეთთანაც და როგორ კი მოვიგებთ ამ ბრძოლას, ყველაფერს სწრაფად დავიბრუნებთ,” – განაცხადა ჯაფარიძემ.ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა