რომან გოცირიძე – ღალატს და ძალადობას არ აპატიებს ამ ხელისუფლებას ხალხი, პროტესტი ზვავივით აგორდა – ხელისუფლების დღეები დათვლილია

ღალატს და ძალადობას არ აპატიებს ამ ხელისუფლებას ხალხი, პროტესტი ზვავივით აგორდა – ამ ხელისუფლების დღეები არიას დათვლილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ყველაზე კარგი გამოსავალი არის რიგგარეშე ს ჩატარება“.
„დღეს აბსოლუტურად სხვა თვისობრივი მდგომარეობაა. ზვავივით აგორდა პროტესტი. თვით სახელისუფლებო სტრუქტურები შეირყა. ხედავთ, თუ როგორ გადადგნენ ელჩები. საჯარო მოხელეების მთელი არმია, რომელიც უკმაყოფილოა, ნელ-ნელა ავლენს პროტესტს. ვინ წარმოიდგენდა ოდესმე, რომ ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი გააპროტესტებდა საქართველოს მთავრობის ამ მოღალატეობრივ პოზიციას და მხარს დაუჭერდა ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას“, – განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მესამე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას აპროტესტებენ. დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში იმართება. დაგეგმილია აქცია ყვარელსა და გურჯაანში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს