რუსთავი 2-ის ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ არხი დატოვა

ტელეკომპანია რუსთავი 2 ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა, თამარ ნუცუბიძემ დატოვა. ჟურნალისტმა ინფორმაცია ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
თამარ ნუცუბიძეს მიაჩნია, რომ საქართველო ასე შორს ევროკავშირისგან არასდროს ყოფილა, რის გამოც მაყურებლის წინაშე პირად პასუხისმგებლობას გრძნობს.
„თითქმის ერთი წლის წინ, 14 დეკემბერს, ჩვენს ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ოცდახუთი წელია ჟურნალისტი ვარ. რა აღარ გამიშუქებია, კონფლიქტები, , მიტინგები, აქციები, მინისტერიალები და სამმიტები. ჩემს ცხოვრებაში ორ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე, ბრუსელიდან მე მოგიყევით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება და კანდიდატის სტატუსი.
ამაზე საამაყო მე არაფერი მომიყოლია თქვენთვის! დღეს კი, არასდროს ისე შორს არ ვყოფილვართ ევროკავშირისგან როგორც ახლა! ათი წლის წინ, აქ ბრუსელში, სწორედ იმიტომ ჩამოვედი რომ, ჩემი ქვეყნის ევროინტეგრაცია გამეშუქებინა. გამომდინარე აქედან, თქვენი, მაყურებლის წინაშე ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას და ვტოვებ ტელეკომპანია რუსთავი 2. P.S. საქართველო მაინც გახდება ევროკავშირის წევრი”, – დაწერა თამარ ნუცუბიძემ.
დღეს რუსთავი ორი კიდე ორმა ჟურნალისტმა მარიამ ჯანელიძემ და ბექა პატურაშვილმა დატოვეს.
მარიამ ჯანელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია, და ბოლო ორი ღამის განმავლობაში პოლიციის ძალადობას საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გავიხსენოთ 2012 წლამდე პერიოდი – საზოგადოებაში იყო უმძიმესი განწყობა, დღეს კი ისმის უბრალოდ განცხადებები, რომლებზეც მტკიცებულებები არ არსებობს – რატომ არ არის თუნდაც საპროტესტო აქციებზე მუხტი?