აჭარის ტელევიზიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები- აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას

აჭარის ტელევიზიასთან ნიღბიანები დაგვახვედრეს, სირცხვილი ხელისუფლებას, – ეს განცხადება ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასთან გააკეთეს, რომლებიც მაუწყებელს პირდაპირ ეთერს სთხოვენ.
“ველოდებით პირდაპირ ეთერს, ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა”, – აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მანამდე ბათუმის მერიის შენობასთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ქვეყანაში „რუსულ რეჟიმს“ აპროტესტებენ.
ცნობისთვის, მოქალაქეების ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტიებს ღია ეთერს დათანხმდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ