პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო

პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო.
სპეციალური გადაცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში უკვე გადის. მას თავად არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვება.
როგორც ბერძენიშვილმა სპეცეთერის დაწყებისას განაცხადა, 4-4 პირს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ნახევარ საათიანი დრო მიეცემათ.
პირველ ბლოკში პირველი სტუმრები ნინია კაკაბაძე, ირაკლი აბსანძე, ნატა ძველიშვილი და ნინო დარასელი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია