ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას გმობს
“მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავების ქმედება ღრმა შეშფოთებას იწვევს და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას სერიოზულად არღვევს,” – ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არის თავისუფლება, რომელიც დევს ყველა დემოკრატიული საზოგადოების გულში და ეუთოს ყველა სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველას ექნება მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება.
ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა კი კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული და სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.
განცხადებაში გაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს უნდა ხდებოდეს.
