ქართველი ხალხი ოდითგანვე თავისუფლების დასაცავად იბრძოდა. ჩვენი ერის დაჩაგვრა და დაჩოქება ვერავინ შეძლო და ვერც შეძლებს! – თორნიკე შენგელია
“ქართველი ხალხი ოდითგანვე თავისუფლების დასაცავად იბრძოდა. ჩვენი ერის დაჩაგვრა და დაჩოქება ვერავინ შეძლო და ვერც შეძლებს! ეს ყველაფერი ერთობით არის შესაძლებელი!
რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება ყოვლად მიუღებელია! გულსატკენი და შემზარავია თანამემამულეების მიმართ ძალადობის კადრების ყურება.
ვემიჯები და ვგმობ ძალადობას!
ჩვენი მომავალი ევროპაშია!” – წერს კალათბურთელი, ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიაც.