Wall Street Journal-ის გამოკითხვით, ამჟამად ტრამპის პოპულარობა ბაიდენისაზე მაღალია

ოთხი პროცენტით Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოპულარობა მისი პრეზიდენტობის პერიოდში დაეცა ყველაზე დაბალ დონეზე ეკონომიკური ვითარების გამო მოსახლეობის იმედგაცრუების ფონზე და ის პირველად ჩამორჩება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ბაიდენის ყოფილ მეტოქეს, დონალდ ტრამპს, ჰიპოთეზურ კენჭისყრაში.
გამოკითხულთა მხოლოდ 37 პროცენტი აფასებს დადებითად ბაიდენის საქმიანობას, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მას მერე, რაც WSJ-ი მის რეიტინგს აჯამებს.
ტრამპი ბაიდენს ოთხი პროცენტით გაასწრებდა, ამ ორ პოლიტიკოსს ერთმანეთთან პაექრობა დღეს რომ ჰქონებოდათ.
ტრამპი რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატია და მან რომ თავისი პარტიიდან ნომინაციაში გაიმარჯვოს, ბაიდენთან მოუწევს შერკინება უკვე მეორედ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება