საუბარი გვქონდა, თუ როგორია ვითარება, როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მისთვის უცნობია, პრეზიდენტი დღეს გააკეთებს თუ არა განცხადებას.
„დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, არ ვიცი პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს თუ არა. საუბარი გვქონდა როგორია ვითარება, როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება, როგორ შეიძლება დავუჭიროთ მხარი მათ უსაფრთხოებას, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან როგორც განვახორციელო კომუნიკაცია“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.