ბათუმში ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა – აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობისკენ მიემართებიან

ბათუმში ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიის შენობისკენ პროტესტით მიემართებიან.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ბათუმის თვითმმართველობას “რუსული რეჟიმი“ მართავს.
აქციის მონაწილეები რამდენიმე წუთით აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეჩერდნენ.
მათი თქმით, ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო არალეგიტიმურია.
საკანონმდებლო ორგანოს წევრების მიმართ, ისმის შეძახილები “სირცხვილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას