28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას დაკავებული ორი პირი მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ერთს 4-დღიანი, მეორეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

28 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული 2 პირი მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
ჩაგუნავას გადაწყვეტილებით დაკავებულ გიორგი წაქაძეს 5-დღიანი პატიმრობა, ზურაბ წიკლაურს კი 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 28-29 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს.
ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “