“ვგმობ ძალადობას და ვტოვებ ნიდერლანდებში საქართველოს ელჩის თანამდებობას” – დავით სოლომონია

ნი­დერ­ლან­დებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, და­ვით სო­ლო­მო­ნი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და გან­ცხა­დე­ბას ელ­ჩის და, ნინო სო­ლო­მო­ნია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს
“სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში ჩემი ყოფ­ნის სამი ათე­უ­ლი წლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი მი­ე­ძღვნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ზე მუ­შა­ო­ბას. დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც შენი პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შენს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ არ­ჩე­ვანს ემ­თხვე­ვა. მე პირ­ნათ­ლად ვას­რუ­ლებ­დი ჩემს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბებს, ვიდ­რე მჯე­რო­და, რომ სულ მცი­რე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­მეძ­ლო პრო­ცე­სებ­ზე.
დღეს ეს იმე­დი დას­რულ­და. ვგმობ ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბას და ვტო­ვებ ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელ­ჩის თა­ნამ­დე­ბო­ბას” – წე­რია და­ვით სო­ლო­მო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბა­ში.