მედია – ისრაელმა ჯაბალიასა და ხან იუნისზე იერიშები განახორციელა

ისრაელმა წუხელ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ჯაბალიასა და სამხრეთით მდებარე ხან იუნისზე დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ „ჰამასთან“ დაკავშირებული პალესტინის მედია იუწყება.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქის, ხან იუნისის დიდი ნაწილის მაცხოვრებლებს მოუწოდა, ევაკუაცია განეხორციელებიათ და ალ-მუვასის რაიონში გადასულიყვნენ.
CNN-ი იუწყება, რომ ალ-მუვასის რაიონში მხოლოდ მცირე რაოდენობის შენობაა განთავსებული. გაურკვეველია ის, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ინფორმირებული ისრაელის თავდაცვის ძალების ინსტრუქციის შესახებ, იმ ფონზე, როცა ღაზის სექტორის დიდ ნაწილში საკომუნიკაციო ქსელები და ინტერნეტი ხელმისაწვდომი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს