სახალხო დამცველმა აქციებზე დაკავებული პირები მოინახულა

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილი საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა უკვე მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათი ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ინახულა დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
„ამ წუთებშიც, (30 ნოემბრის 15:00 სთ) სახალხო დამცველის რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ბათუმის აქციაზე დაკავებულ პირებს – აჭარასა და გურიაში.
დაკავებულების მონახულების შედეგების შესახებ სახალხო დამცველის აპარატი დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწოდებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე