ბითაძე სათადარიგოთა სკამზე დააბრუნეს – ქართველის 5 დაფარება “ბრუკლინ ნეტსთან” [VIDEO]

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ბოლო თორმეტი შეხვედრიდან მეთერთმეტე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა ამჯერად ნიუ იორკის შემოგარენში, „ბრუკლინ ნეტთსთან“ გაიმარჯვეს – 123:100.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 26 წუთი გაატარა და ამჯერად თავი დაფარებებით გამოიჩინა: მის ანგარიშზე 5 ბლოკ-შოტი, 8 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრაა. სასტარტოში იყო სეზონის დასაწყისში ორლანდოს ნომინალური ცენტრი ვენდელ კარტერი. მან გოგაზე 1 წუთით მეტ ხანს ითამაშა და შედეგიანი იყო – 12 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი. ორლანდოელთაგან ქულების მხრივ საუკეთესო გერმანელი ფრანც
ვაგნერი იყო – 29 ქულა.
„მეჯიქს“ 14 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ოთხი გამარჯვებით ჩამორჩება ლიდერ „კლივლენდს“.
ბითაძეს მომდევნო მატჩი კვლავ ბრუკლინში 2 დეკემბერს ელის.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში