ლატვიელი ევროპარლამენტარი – დასავლეთმა უნდა იმოქმედოს! – „ქართული ოცნების“ მთავრობა ქართველ ხალხს უფსკრულისკენ მიათრევს

დასავლეთმა უნდა იმოქმედოს – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.
„სცენები საქართველოდან: მშვიდობიანი პროევროპელი დემონსტრანტების გასაჩუმებლად გამოყენებული პოლიციის სისასტიკე, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ქართველების 80%-ს ევროკავშირში მომავალი სურს, მაგრამ მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობა მათ პრორუსული უფსკრულისკენ მიათრევს. დასავლეთმა უნდა იმოქმედოს – ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ – წერს რიჰარდს კოლსი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო