ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული პოზიციონირებს. მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 4.39%-ით შემცირდა და ერთი აქციის ღირებულება 46.80 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.30 მილიარდ სტერლინგს უტოლდება.
“თიბისი ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 4.85%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.67 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ითვლის.
“საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 1.02%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 11.86 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 552 მილიონ გირვანქა სტერლინგია.
შეგახსენებთ, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციების ფასები დაეცა.
ბირჟაზე Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 5.21%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 47.55 გირვანქა სტერლინგს უტოლდება.
TBC Bank Group PLC-ის აქციების ღირებულება 6.37%-ით არის შემცირებული, რაც ნიშნავს, რომ ერთი აქციის ფასი 3.020 გირვანქა სტერლინგს შეადგენს.