ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადეს კოლეგებს და ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს.
მათი თქმით, ჟურნალისტის საქმიანობა ხელშეუხებელია და მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა.
„სოლიდარობას ვუცხადებთ, კოლეგებს. მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა ჟურნალისტებზე, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ. ამიტომ გამოვედით დღეს, რომ დავგმოთ, რაც ორი დღის განმავლობაში განხორციელდა კოლეგების წინააღმდეგ”, – განაცხადეს ჟურნალისტებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს