– სისხლიანი ავტორიტარიზმია ჩვენ წინაშე – თუ არ გავწმინდეთ და დავსაჯეთ ერთხელ მაინც ეს სისტემა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ

ჩვენს წინაშე სისხლიანი ავტორიტარიზმია – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ეს სისტემა ერთხელ მაინც თუ არ გაიწმინდა და დაისაჯა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ.“
„არასოდეს არავის ხელისუფლებაში არ ქონია ნება გამოეკვლია და გამოეძია ის სისასტიკე და მისი მიზეზები, რის გამოც სპეცრაზმი თავისი ნებით უსწორდება ხოლმე მშვიდობიან ხალხს. დაგდებულ მომიტინგეს ურტყამს გამალებით ან თინეიჯერს მისდევს ქუჩა-ქუჩა და სცემს. არავინ გააკეთა ეს 2012 წლის მერეც იმიტომ, რომ ამ სისტემას თავისთვის ინახავდა. თუ არ გავწმინდეთ და დავსაჯეთ ერთხელ მაინც ეს სისტემა ყოველთვის იმუშავებს ხალხის წინააღმდეგ. როდისღაც მე ამას აუცილებლად გავაკეთებ“, – წერს ანა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – საქართველო, რომელიც რეგიონში ლიდერი იყო, „ოცნების“ იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა, რომ ევროპასთან ურთიერთობის პროცესში სომხეთის, ხოლო ამერიკასთან – აზერბაიჯანის იმედად ვართ დარჩენილი

შოთა ბერეკაშვილი – ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია – ქსელებმა „საოჯახო კალათა“ შექმნეს, 15 საბაზისო პროდუქტზე ფასები საუკეთესოა, აღფრთოვანებული დავრჩი, ამ ეტაპზე ძალიან კარგი მიღწევაა!