დილის 6:15 საათიდან დარბევა და დაკავებები გაგრძელდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „მარიოტთან“ მიმდებარე ტერიტორიაზე -ის თანამშრომლებმა გამთენიისას, 06:15 საათისთვის დემონსტრანტების დარბევა და დაკავება გააგრძელეს.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დემონსტრანტები, – რომლებიც პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა პარლამენტის წინა ტერიტორიიდან განდევნეს, – „მარიოტთან“ იყვნენ გამაგრებულები და ბარიკადები ჰქონდათ აღმართული.
წყლის ჭავლის გამოყენების მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი რჩებოდა.
გამთენიისას ბესიკის ქუჩიდან პოლიციელთა დამატებითი რაზმი ჩამოვიდა, რის შემდეგაც მათ დემონსტრანტები კიდევ უფრო მეტად დახიეს უკან.
ამ ადგილას არაერთი ადამიანი დააკავეს.
პოლიციელები 06:21 საათისთვის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არიან – დემონსტრანტები კიდევ უფრო უკან იხევენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება