საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან დაკავებების ფონზე ათავისუფლებენ – დაშავდა რამდენიმე პირი

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს.
საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.
პარალელურად მიმდინარეობს დაკავებებიც.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. როგორც ადგილიდან “ინტერპრესნიუსის” რეპორტიორი იუწყება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაზიანებები თავისა და სახის არეში. ზოგიერთი აქციის მონაწილის გადაყვანა საკაცით გახდა საჭირო.
სპეცრაზმი შლის რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებსაც.
თითქმის სრულ პერიმეტრზე სამართალდამცველები დგანან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მოგმართავთ! გამოფხიზლდით! – დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო – მოვუწოდებთ საქართველოს დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულოს