რუსთაველის გამზირზე დაახლოებით ორი საათია მდგომარეობა უცვლელია – დემონსტრანტების მიერ აგებული ბარიკადების ერთ მხარეს მომიტინგეები დგანან, მეორეს მხარეს კი სპეცრაზმია განლაგებული

თითქმის ორი საათია უცვლელია ვითარება რუსთაველის გამზირზე. ადგილზე კვლავ რჩებიან მომიტინგეები, ასევე, ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. ადგილზე რჩება წყლის ჭავლის ავტომობილები.
სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს გარკვეული მონაკვეთის დაშორებით ჰყოფს ბარიკადები, რომელიც სკამების, ნაგვის ურნებისა და სხვადასხვა ნივთისა და კონსტრუქტიის გამოყენებით დემონსტრანტებმა ააგეს.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები. თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას – საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი