სპეცრაზმელებმა მანქანაში სპრეი შეასხეს, მერე სამი პირი გამოათრიეს და სცემეს

მთავარი არხის ცნობით, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტთან”, სპეცრაზმელებმა ავტომობილში, Jeep Wrangler-ში მყოფი სამი პირი გამოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მანქანის კარი გამოაღეს, სპრეი ავტომობილში შეასხეს, ერთ-ერთი პირი გამოათრიეს, რამდენიმე მეტრში ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი წაიყვანეს – იგი, სავარაუდოდ, დაკავებულია.
ძალის გამოყენებით დააკავეს კიდევ ორი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: და ვინ აიტაცა პირველმა? რეჟიმმა, რადგან უმძიმეს ტვირთად აწევს თითოეული პატიმარი, ჰაერივით სჭირდება მათი გამოშვება, მაგრამ იმდენად ჩიხშია და იმდენად ბოროტია, რომ უნდა აღიარებით მოიშოროს