საია – ძალადობის ხარისხი და ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას და შეფასებას აქვეყნებს.
საია აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს.
ორგანიზაციის შეფასებით, სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო.
„02:38 საათიდან განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ლეგიტიმური პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ერთმანეთის პარალელურად და სიცოცხლისთვის საშიში პრაქტიკით იყენებენ აქტიურ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის, წყლის ჭავლი, მასში შერეული წიწაკის სპრეი, და, ასევე კადრებში ჩანან მეთოფეები, რომლებიც ისვრიან გარკვეულ კაფსულებს, თუმცა, -მ თავად უნდა განმარტოს თუ რა არის ეს საშუალება. აღსანიშნავია, რომ საშუალებების ერთდროულად ან პარალელურ რეჟიმში გამოყენების აკრძალვა -მ შეცვალა და გააუქმა, რათა, ფორმალური კანონიერების თვალსაზრისით გაემარტივებინა დემონსტრაციების დაშლის ამგვარი ადამიანის უფლებებთან სრულად შეუსაბამო პრაქტიკა.
დემონსტრანტების ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავების პრაქტიკა და ფიზიკური ანგარიშსწორება დღეს ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს.
ძალადობის ხარისხი და ასეთი ფაქტების სიმრავლე გვაძლევს საფუძველს, შევაფასოთ, რომ სპეცრაზმი ასრულებს უკანონო გენერალიზებულ დავალებას, გაუსწორდეს აქციის მონაწილეებს მათი სამოქალაქო პოზიციის გამო”, – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”