პოლიცია წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს „მერიოტთან“

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ გააგრძელდა საპროტესტო დემონსტრაციის დარბევა.
-ის თანამშრომლებმა 02:35 საათისთვის დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენებით „მერიოტის“ მოპირდაპირე მხარეს აღმართული ბარიკადების დაშლა; ასევე, აქციის მონაწილეების დაშლა.
სპეცრაზმელები იყენებენ ცრემლსადენ გაზსაც.
ძალის გამოყენებით აკავებენ აქციის მონაწილეებს.
სპეცრაზმმა და სპეციალურმა ტექნიკა რამდენიმე მეტრით წინ წაიწია. ისინი რუსთაველის გამზირის დემონსტრანტებისგან გათავისუფლებას ცდილობენ.
პარლამენტთან აქციის დაშლა პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დაიწყო და სპეც.საშუალებები გამოიყენა.
ამის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე ღამის 02:35 საათისთვის ათასობით ადამიანი რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე – უცხოეთში შეგიმჩნევიათ კონკურენტი სააფთიაქო დაწესებულება რიგში ჩაწყობილი, გვერდიგვერდ? რასაკვირველია, ეს უცნაურობაა – რეგულირებას რაც შეეხება, ეს შეიძლება, თუმცა დაფიქრება გვმართებს

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”