ტატო ქელბაქიანი: ჩემი 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა

იურისტი ტატო ქელბაქიანი აცხადებს, რომ მის 17 წლის შვილს, დემეტრე ქელბაქიანს სცემეს და დააკავეს.

„აქციიდან ვბრუნდებოდით მე, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ჩემი ძმიშვილები და უცებ გამომგლიჯეს ჩემი შვილი ხელიდან. 17 წლის ბიჭი დააგდეს და 7-8 კაცი ურტყამდა. რომ ჩავეხუტე, ჩემი შვილია-მეთქი, უფრო მაგრად ურტყეს. მე ხელი არ მომკიდეს და შვილი წაიყვანეს. გაათავისუფლეთ ჩემი შვილი, არასრულწლოვანია!“, – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

დაახლოებით, 40 წუთის წინ (00:54) ის სოციალურ ქსელში წერდა, რომ ვერ პოულობს ცოლს და ძმიშვილს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთო/ოდირზე – იმის მაგივრად, რომ მომიტინგეებს მოუწოდონ, დაიცვან კანონი, მოუწოდებენ სახელმწიფოს, ზომები არ მიიღოს მათ მიმართ, ვინც ე.წ. მამაკაცური ძალით უტევდა პრეზიდენტის სასახლეს – არ ვფიქრობ, რომ ეს სამართლიანი მომართვაა