თამარ კორძაია – ქვეყანაში ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი – ახალგაზრდები არ დათმობენ, გააგდებენ და ბრუნდებიან

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტმა შედეგი უნდა გამოიღოს იმიტომ, რადგან „ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ“ იბრძვიან.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, აქციის მონაწილეები ძალის გამოყენების მიუხედავად, უკან არ იხევენ და პროტესტს აგრძელებენ.
„ეს არის პროტესტი იმიტომ, რომ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების წინააღმდეგ იბრძვის ხალხი ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლებას არ უნდა დაემორჩილონ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პროტესტმა შედეგი უნდა გამოიღოს იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდები არ დათმობენ, გააგდებენ და მაინც ბრუნდებიან, ეს არის ყველაზე მთავარი“,-განაცხადა კორძაიამ.
რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. ამასთან, ტერიტორიის გათავისუფლების დროს არიან დაკავებულები და დაშავებულები, რომელთა რაოდენობაც ამ დროისთვის, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს