ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავებულია – მას თავის არეში აქვს დაზიანება

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და მის ოპერატორი აქციის გაშუქებისას დაშავდნენ.
კონკრეტულად რა მოხდა, უცნობია. კადრებში ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი დაეცა.
იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანაში გადაიყვანეს. კადრებში ჩანს, რომ მას თავის არეში აქვს დაზიანება.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის ტქმით, გაფრინდაშვილს უჭირდა სუნთქვა, მას ასევე აქვს თავი გატეხილი.
ექიმის ცნობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო ტომოგრაფიით არ გამოვლინდა თავის ტვინის დაზიანება. მას აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა. იგი კლინიკაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა