აჭარის მთავრობის სახლთან სპეცრაზმიც გამოჩნდა

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ შესასვლელთან სამართალდამცავებთან ერთად სპეცრაზმია მობილიზებული.
პარალელურად, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია -მსვლელობით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსა და ტელევიზიის შენობისკენ მიემართებიან. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პირდაპირ ეთერს მოითხოვენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი კი აჭარის მთავრობის სახლთან რჩება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულთა შორის არასრულწლოვანია.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს