არმაზ ახვლედიანი – საზოგადოებამ უნდა დააყენოს მკაფიო მოთხოვნები: 30 ნოემბრის 20:00 საათამდე გადადგეს თვითმარქვია მთავრობის მეთაური, 2025 წლის მარტში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო

ივანიშვილის სადისტური, პუტინისტური რეჟიმის თითოეული საათი, დღე უბედურებაა საქართველოსთვის! – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, საზოგადოებამ ახლა კონკრეტული მოთხოვნები უნდა დააყენოს.
“ახლა საზოგადოებამ უნდა დააყენოს მკაფიო მოთხოვნები:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული თითოეული მოქალაქე;
მიმდინარე წლის 30 ნოემბრის 20:00 საათამდე გადადგეს თვითმარქვია მთავრობის მეთაური;
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი, სუს-ს ხელმძღვანელი, გენერალური პროკურორი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები შეირჩენ საზოგადოების სრული ნდობით;
დაინიშნოს ახალი საპარლამენტო 2025 წლის მარტში.
ეს შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი ცვლილების გზით განმუხტვის ბოლო შანსია”, – წერს ახვლედიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს