მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე, „ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნების, სკამებისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით ბარიკადებს აგებენ

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, „ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნები, სკამები და სხვადასხვა ნივთები მიაქვთ და ბარიკადებს აგებენ.
დემონსტრანტები ამ ფორმით ცდილობენ, ხელი შეუშალონ სპეცრაზმს, რომელიც რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან სრულად გათავისუფლებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ სპეცდანიშნულების რაზმებს სრულად აქვთ დაკავებული უშუალოდ, პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრი. ასევე, შენობის გვერდითა ასასვლელები.
აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი პერიოდულად იყენებს ცრემლსადენ გაზს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. ამასთან, ტერიტორიის გათავისუფლების დროს დააკავეს რამდენიმე ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს