სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს

9 აპრილის ქუჩაზე განლაგებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს. წყალს უშვებენ უშუალოდ პარლამენტის ეზოში განთავსებული წყლის ჭავლის მანქანებიდანაც.
პარალელურად, ადგილზე ხდება ცრემლსადენი საშუალებების გაშვებაც.
აქციის მონაწილეები კი სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვრიან.
პარლამენტის მთელს პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია განთავსებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს