დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს – საბა ბრაჭველი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იურისტი საბა ბრაჭველი დაშავდა – როგორც საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, სპეცდანიშნულების რაზმმა თვალის მიდამოში რეზინის ტყვია ესროლა:
,,ჩიტაძეზე გადამიღო რამდენიმე პოლიციელმა ფოტო/ვიდეო, ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა, მოვშორდით აქაურობას, ჭიჭინაძე/ინგოროყვაზე ავედით და იქ ჩვეულებრივად დგომის დროს, სპეცრაზმიდან მიმიმუმ 100 მეტრის დაშორებით, დამიმიზნეს და ტყვია მომარტყეს. მადლობა რეფლექსებს, რომ თვალზე ყველაფერი წესრიგშია, წარბს და ლოყას რა უშავს. მადლობა მოკითხვისთვის ყველას. ავალ ახლა უკან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენი ძაღლების არავის ეშინია, არავის.“

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს