შსს-ს მაღალჩინოსანს – რა მშიშარა ვარ? მოდი, თუ მაგარი ხარ – თავ-პირი დაამტვრიეთ ხალხს, ომში არ დაურტყამთ ჟურნალისტისთვის, არ გრცხვენიათ?

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძესა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, სერგი ბზიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
„თავპირი დაამტვრიეთ ხალხს, ომში არ დაურტყამთ ჟურნალისტისთვის. დაწყნარდი, რაა, გელაპარაკები. კამერების წინ უნდა გამოაჩინო შენი სახე. არ გრცხვენიათ?“, – მიმართა ბზიშვილს ვაშაძემ, რასაც პოლიციის მაღალჩინოსანმა ასე უპასუხა: „გესმის, შენ? შენი პათოსის არავის ეშინია“, რაზეც ვაშაძემ განაცხადა, რომ მათ თავიანთ „თავზე ზედმეტი არ უნდა აეღოთ“.
„რა ჩემი პათოსის არ ეშინია, მალე გნახავთ შეშინებულებს, მოხვალთ მერე და იტყვით მაპატიეო, ჰოდა ზედმეტს ნუ იღებთ თქვენს თავზე, ჟურნალისტებს როგორ ურტყამდით ბიჭო“, – განაცხადა ვაშაძემ, რაზეც ბზიშვილმა მას უთხრა, რომ „ნუ ყვიროდა და „მშიშარა“ იყო.
„რა მშიშარა ვარ, მოდი, თუ მაგარი ხარ“, – განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, ამორალურია, ის, რასაც პოლიცია აკეთებს. მან სამართალდამცავებს ხალხის მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს